27.06.2012
...
44, Gruzija

გადატანილი სევდის კვალი თვალებს შერჩენია, უმძიმეს ტვირთის მოცილება არც შენ შეგძლებია. მთელი ცხოვრება ჩატეულა ოთხ კედელს შუა, გამარტივებულ ყოფის გემო საამო თუა . . . გადაიქროლებს ქარიშხლების უგრძესი წყება უჩემოდ ხდება ყველაფერი და გული მწყდება, გამოღვიძებას ბუნებისას მე ვეღარ ვამჩნევ და შენ გგონია, ამგვარ ყოფას ნელ-ნელა მაჩვევ. ყალყზე შედგება ერთ ბედნიერ დღეს თეთრი რაში და გააჭენებს თავისუფლად გრიალა ქარში ! ! ! ერთ ხელის მოსმით გადავხაზავ ყველაფერს წამში და ნუღარ მკითხავ _ დამნაშავე ნეტავ ხარ რაში?!

1 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta