urcxvma zecam sheni mzera airekla
35, Tbilisi, Gruzija

ურცხვმა ზეცამ შენი მზერა აირეკლა,

შენეული გამოხედვით მიცქერს.

ქარმა კიდევ შენი სითბო მაგრძნობინა,

მიპოვა და ჩამიხუტა მყისვე.

მონატრება გარეთ წვიმად დაიღვარა,

ჩამოუყვა ათრთოლებულ თითებს,

ამერია,აღარ ვიცი უშენობის

მერამდენე წუთის ათვლას ვიწყებ.

ყველა ფიქრი ისევ შენსკენ გამომექცა,

ახლა სულიც მხოლოდ შენსკენ იწევს.

შენი მზერა აურეკლავს ურცხვ ზეცას და

შენეული გამოხედვით მიცქერს

7 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta