chamoasxi moqeipev..
35, Tbilisi, Gruzija

ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე,
პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ
და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება.
ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი,
კიდევ ვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება,
ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი,
თუ ღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს,
თუკი ასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე,
ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით,
რად გაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?!
ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეც მაამოს,
ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი,
თუ სიკვდილი მიწერია ამ საღამოს,
მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი...
...ჩამოასხი!.. მერიქიფევ, აბა, მალე!
პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ
და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება...

1 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta