თავდავიწყებით
37, Tbilisi, Gruzija

შენზე ოცნებამ გამინათა ბნელი სიზმრები
მინდა ზღაპრული საოცნებო კოშკი აგიგო
შენდამი გრძნობით გავათენო ყოველი ღამე
შენი ღიმილისი ერთადერთი ავტორი ვიყო

მე გადავცურავ თვალუწვდენელ ღრმა ოკეანეს
და გადავივლი ბურუსისგან დატყვევებულ მთებს
ვიპოვი სითბოს,შენ გულამდე მომავალ ბილიკს
და შემოგფიცებ სამუდამოდ ერთგულ სიყვარულს

ო,როგორ მინდა სიცივისგან გაყინულ სახეს
ერთხელ ღიმილი აჩუქო და გული გამითბო
ამ ერთადერთი სიყვარულით ჩაგიკრავ გულში
შენთან ვიქნები,არ დაგტოვებ მარტო არასდროს

ეს, შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი გულწრფელი გრძნობა
და ამ ცხოვრების ერთადერთი ლამაზი არსი
თავდავიწყებით შემიყვარდი ჩემო გოგონა
მე სამუდამოდ დაგიცავ და გაგიფრთხილდები

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta