22.12.2010
mogonebani
43, Tbilisi, Gruzija

მე აგაღელვეთ ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ,
ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც ქუჩაში
დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე
და პაწაწუნა აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.

მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით,
რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე,
მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი
სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.

დგახართ და ხელით, იმ პატარა მაჯას აწვალებთ,
რომელზეც ჩანთის ყური ხტის და გეამბორებათ,
თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
უფასურდება, ყველაფერი თქვენს წინ ფერხდება.

მე აგაღელვეთ ქალბატონო? კიდევ არ მჯერა
არ მჯერა, ჩემით მოიხიბლეთ ? თუ მეჩვენება
ალიონისფრად გიღაჟღაჟებთ ლოყები ვხედავ,
მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ.

თვითონ კი ამ დროს, ხელებს ვმალავ, შარვლის ჯიბეში,
რადგან არ მინდა, შეამჩნიოთ როგორ თრთის თქვენს წინ
ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით...
დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.

6 pregleda
 
Komentari
nika 23.12.2010

სევდიან ფიქრებს შორს მივყავარ
სადღაც წარსულის მესაუბრება სიწმინდეზე
ჩრდილი ავსულის
უგუნურ აზრთა კორიანტელს ფანტავს სინათლე
საოცრებათა ქვეყანაში სდუმ ს არე -მარე
საუკუნეებს ათამაშებას საათი კვარცის
მონატრებაა ერთადერთი ცხოვრების არსი

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta