13.06.2011
@@ @
50, Tbilisi, Gruzija

ალბათ გჭირდები და მე კი ასე,

შორსა ვარ შენგან, არ მყოფნის ძალა,

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,

ცრემლსა და სევდას ღიმილით ვმალავ.

და ეს დღეც გადის როგორც სიზმარი,

შენი სახელი მრჩება ბაგეზე,

და სველი სუსხი დილა–ცისმარე

მიხსნის იარებს, მღრღნის და მაქეზებს.

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,

უსაზღვრო ტკივილს ცრემლებში ვმარხავ,

გული მაინც მაქვს იმედით სავსე,

უმისამართოდ ვივლი და გნახავ.


11 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta