მოდიოდა  ნინო  მთებით
60, Tbilisi, Gruzija

ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა და , როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ , თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ ... მოჰკიოდა , ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი ... მოდიოდა , ნინო მთებით მოდიოდა , და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი ... თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე ? მწყემსსა ჰკითხა ; - რომელია ქართლის გხაი ? მწყემსმა უთხრა ; - საქართველო არის ესე ... მიეძინა ... ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეს ; ო , ეს ვინ არის ? გამოცხადდა მგზავრის წინა ? ნუ გეშინინ , - მიუგებდა იესო ... გაეღვიძა ... ქუთით იგრძნო მშობლის სევდა , მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს ? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ .

1 pregleda
 
Komentari
galaxyca 17.08.2010

saqartvelo aris ese...
magari leqsia...

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta