18.08.2010
                                  *    *    *
60, Tbilisi, Gruzija

ბრმაა. ძვირფასო, სიყვარული... და ვკითხულობ მე უცნობ სხეულს ახლა თითებით, როგორც კითხულობს ბრაილის შრიფტს თვალდაშრეტილი, და ვაჭერ თითებს მოვარდისფრო კერტებს - ღილაკებს, რომ ზარის ხმაზე გამოვიხმო ბედნიერება - ძვირფასო, ამ ტექსტს ჯერ არ უზის არსად წერტილი ბრმაა, ძვირფასო, სიყვარული - ქუჩის გადაღმა გადადის იგი ხელის ცეცებით. ყველაზე საშიშ გადასასვლელებს გადადის ასე - ჯოხის კაკუნით! მძიმე ჯვარია სიყვარული, და ნეტავი მას, ვინაც ამ ჯვარზე სამუდამოდ არის გაკრული! ბრმაა, ძვირფასო, სიყვარული - შენს უცნობ სხეულს ამობურცვია შრიფტი ბრაილის, და კითხულობენ ბროლის მხრებს და თოვლის თეძოებს ჩემი თითრბი მთრთოლვარე და შესაბრალისი... ყრუა, ძვირფასო, სიყვარული - ჩემი ძახილი შუაღამისას აბა რატომ ვერ გაიგონე! ბრმაა, ძვირფასო, სიყვარული, და ვიმახსოვრებ მე სხეულს შენსას - ფერგადასულ უკვდავ სტრიქონებს...

4 pregleda
 
Komentari
galaxyca 18.08.2010

siyvaruli ki araa brma...chven vart brmebi.
ver vxedavt. ar gvesmis...nu vabralebt siyvaruls...
siyvaruli ghmertia...

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta