19.03.2011
                            *    *      *
60, Tbilisi, Gruzija

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა გადამწვარ უდაბნოში ყვავილი ლამაზი, ფერადოვანი და სურნელოვანი...

მოვიდა ბაჩანა წვიმად და ამოსკდა გადამწვარ უდაბნიში დედამიწის გულიდან წყარო, გრილი, ანკარა და მაცოცხლებელი...

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აიდგა ფეხი სიცოცხლემ გადამწვარ უდაბნოში და იქცა ოაზისად უდაბნო იგი.

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა ოაზისად ქცეულ გადამწვარ შუა უდაბნოში ფესვებით დედამიწას შემოსალტულ და თავით ცას მიბჯენილ ვეებერთელა მკლავგაშლილ მუხად...და მოფრინდა ქვეყნის ყოველი მხრიდან ფრინველი უამრავი, ათასნაირი და ყველა მგალობელი დასხდა ბაჩანას ღონივრად გაშლილ ტოტებზე, დაიბუდა, იბარტყა და აივსო ქვეყნიერება სიცოცხლის დიდი საგალობელით... მაშინ დაეშვა მუხლებზე ბაჩანა, თაყვანი სცა ახალგაზრდას და უთხრა:

-გიხილე და გიწამე.

და რქუა მას იესომ:

-რამეთუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ეჰრწმუნე.

ნოდარ დუმბაძე

4 pregleda
 
Komentari
EKA3EKA 19.03.2011

გიხილე და გიწამე...

galaxyca 19.03.2011

ნეტარ არიან მორწმუნენი...

rruru rruru 19.03.2011

გიხილე და გიწამე

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta