ანა  დედოფლის  ბრძანება
60, Tbilisi, Gruzija

    ათასი  ოქრო  მას,  ვინც  სიკვდილს  არ  შეუდრკება, შებედავს  მცხეთის  დაბურულ  ტყეში, ჩაუსაფრდება  მას - ულმობელ  და  მუხთალ  ყაჩაღს,  სადმე  ხის  ძირას  თავმიდებულს  თავს  წაადგება,  გაკოჭავს  ისე,  რომ  მაჯებზე  დააწყდეს  ძარღვი,  და  აქ  მომიყვანს,  რომ  ბუხრის  წინ  ტახტზე  მივაბა,  მივიდე  მერე  იმ  უგულო,  იმ  გულქვა  კაცთან,  და  მის  ცხელ  მკერდზე...მის  ხვევნაში  დავლიო  სული...მაგრამ  ვაი  რომ  მცხეთის  ქუჩებში  არ  გააკრავენ  ამ  ბრძანებას  მხდალი  მონები,  ვისთვისაც  ოქრო  ოქროცურვილ  თმებზე  მეტია!   ათასი  ოქრო  მას,  ვინც  ტყეში  გადაეყრება  სადმე  ხის  ძირას  თავმიდებულს,  დაღლილს,  მძინარეს,  და  არ  დაუფრთხობს  ჩემით  სავსე  ბედნიერ  სიზმარს!   ათასი  ოქრო - ფიქრს  ხმამაღლა  ვინც  ყური  მოჰკრა,  და  ჩემს  ეჭვიან  მბრძანებელთან  არ  დამასმინა... 

4 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta