ბატონებო და ქალბატონებო
66, Gruzija

ბატონ ბიძინა ივანიშვილს სამწუხაროდ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 18-19 წლის მოზარდები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან ვერც კი გამოსულან შეუძლიათ კენჭი იყარონ და მოხვდნენ პარლამენტში ამ საპასუხისმგებლო ადგილზე, დემოკრატიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ადასტურებს რომ ამ ადგილზე უნდა იყოს ზდასრული და ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც საღი აზრი გააჩნიათ შევლენ პოლემიკაში ადამიანებთან და შეძლებენ მოსახლეობის მიერ დასმულ საჭირბოროტო საკითხებზე მოძებნონ გამოსავალი, უპასუხონ წერილობით მათ მოთხოვნებს და მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს ასაკიან ადამიანსაც შეიძლება ბავშვური აზროვნება ჰქონდეს გულში ჩაიდოს წყენა გაიბუტოს და პასუხი არ გასცეს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები თქვენ გუნდშიც შეიმჩნევა ბევრი იმალება პასუხს არ სცემს სატელეფონო ზარებს თავს არიდებს შეხვედრებს რაც წამგებიანია პოლიტიკური საქმიანობისთვის ვფიქრობ ასეთი პირები პოლიტიკიდან შორს უნდა იყვნენ რადგან დღეს ყველაზე საჭიროა ხალხთან მუშაობა და სირაქლემის როლში არ უნდა გამოვიდნენ. მიუხედავად ჩემი წერილებისა თქვენი გუნდის წარმომადგენლები ყოველთვის თავს არიდებენ ჩემთან შეხვედრას, მაგრამ იმის ძახილმა, რომ ხელისუფლებაში რომ მოვალთ შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერსო, მოსახლეობაში ეჭვი დაბადა, ესენი სკამებისათვის იბრძვიან და არა მოსახლეობის კეთილდღეობისათვისო, ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელის არაკორდინირებულმა და შესაძლოა მოღალატეობრივმა ქმედებამაც კი თქვენი გუნდის უერთგულესი რიგითი წევრები ციხის საკანში მიიყვანა, იყო ცემის მრავალჯერადი ფაქტები ქ.გორშიც, მოხდა თქვენი დაჯარიმება მილიონობით დოლარით, შეიძლება ეს თანხა თქვენი ეკონომიური მდგომარეობისათვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ეს უკვე წამგებიანი პოზიციაა თქვენი მხრიდან, არადა პოლიტიკაში მოსვლის მსურველებს გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეეძლოს, თქვენმა ჩამოსვლამ გორში მოსახლეობის გამოღვიძება გამოიწვია თუმცა გაჩნდა ეჭვი თქვენ და მიშა სააკაშვილი დიდ თამაშს ხომ არ თამაშობსო და ხალხს ატყუებთ როგორც ვარდების რევოლუციის დროს მოხდა. რადგან აქციაზე პედაგოგ მასწავლებლებიც იყვნენ გაფრთხილებულები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რომ აქციაზე მისულიყვნენ და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ, ამით მსოფლიოსათვის დაენახვებინათ თუ რა დემოკრატიული ქვეყანა გვყავს, რომ ჩვენ კი არ უშლით პირიქით ხელს უწყობთ ოპოზიციას ნორმალურ პირობებში ჩაატარონ აქციები და ამას არავითარი ექსესები არ მოჰყვებოდა. თუმცა გორში ელჩების ჩამოყვანამ დიდი როლი ითამაშა აქციის მშვიდობიან ჩატარებაში მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აქციაზე ყოფნის დროს დამეწყო თაბრუს ხვევა, რაც ვფიქრობ გამოწვეული იყო ვიღაცის ინტერესებში, ესეიგი მოხდა ჩემი მოწამლა. აქციამდე წინა დღეებში გორის რაიონში კარალეთში და მერეთში ჩატარებული აქციები ქართული ოცნების აქტივისტების ცემითა და თავის გატეხვით დასრულდა. ვფიქრობ ჩემი წერილებიდან ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდათ და პასუხიც შესაბამისად მაქვს მზად. მაგრამ თქვენ გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანები, რომლებიც პასუხს გასცემენ ჩემს წერილებს და თუ ეს წერილიც რეაგირების გარეშე დარჩა ვფიქრობ თქვენ გუნდშიც არიან უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები. რომლებიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ. მიუხედავად თქვენი მხარდაჭერისა მე ვერ დავიწყებ თქვენ ქება დიდებას რადგან მივყვები ქართულ ანდაზას „მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანო“ შალვა ცერცვაძე ტ: 597-14-11-50; 599-25-49-76 თ. გუდიაშვილის მოედანი7

9 pregleda
 
Komentari
kessaria 07.06.2015

და თქვენ გგონიათ რომ აქ ამას ვინმე კითხულობს?:)არ მიწყინოთ:)მაგრამ ადგილი გაქვთ ცუდად შერჩეული:))))))))))))))))))))))))))))))))ერთი ამ საიტის მომხმარებლებს ჭირდებათ ეს და მეორე გოჭებს ჭირდებათ მანიკური:)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta