02.12.2016
...
61, Tbilisi, Gruzija

თოვს, ბარდნის გარეთ ისე საოცრად,
ხეები დგანან თეთრად მორთული,
ავედევნები ფიქრთა ქარიშხალს,
ვით მოწყვეტილი მუხის ფოთოლი.
ისე გრძელია დეკემბრის ღამე,
მთვარე ღრუბლებზე წევს, განაბულა,
ბუხარს ვუკეთებ დარდს,როგორც შეშას
რომ დავწვა, ვიდრე გათენებულა.
ნუ დარდობ გულო, გაუძლებთ ზამთარს,
თოვას,ყინვას და ქარსაც, ჟინიანს,
სანამ გველიან ბედნიერი ხარ,
ვიდრე უყვარხარ, ნუ გეშინია!

6 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta