მე შემიძლია გითხრა: "მიყვარხარ"
34, Tbilisi, Gruzija

მე ვერ გაჩუქებ, ტელეფონს ახალს

და ვერ გიყიდი ბევრ ახალ კაბას,

სამაგიეროდ მოგიძღვნი ლექსებს,


სადაც ჩავაქსოვ ჩემ კომპლიმენტებს,


კიდევ გაჩუქებ ბევრ ლამაზ კოცნას,


რაზეც ყოველდღე დამიწყებ თხოვნას,


მე სულ ყოველწუთს, გეტყვი მიყვარხარ,


მაშინ გამიცნობ ნახავ ვინცა ვარ.


თუ ვერ გაჩუქე ყოველდღე ვარდი,


არ დამიწუნო ეს ქცევა, კარგი?


მე შევეცდები რომ ვიყო ნაღდი


გულიდან ამოსულ სიტყვას რომ გაწვდის,


მე ვერ გიყიდი ლამაზ მანქანას,

ვერც საჩუქრებით გაგანებივრებ,

მე შემიძლია გითხრა მიყვარხარ,


იმედია რომ გაკმაყოფილებ.

3 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta