ულამაზეს არსებებს
38, Tbilisi, Gruzija

ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ

არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,

იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,

იგი არასდროს არ შეიყვარო.

შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს

გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი

ის კი არ კმარა ილაპარაკო

მე მყავს ლამაზი შეყვარებული.

ლამაზ ტანსაცმელს, მდიდრულ ცხოვრებას,

შენში არასდროს ჰქონდეს დიდება,

სული ეძიე ადამიანში

ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.

ნუ გაგიტაცებს შენ სილამაზე

და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,

მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:

"ყველა კაცია - ადამიანი?"
  

8 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta