ასეთი შინაარსის? ))
53, Fribourg, Švajcarska

როცა ისევ რატომღაც მოგინდება მოუსმინო ამოჩემებულ სიმღერას, დაჯდები იატაკზე და ამოალაგებ ძველ წერილებს წასაკითხად, იქვე სადმე გაცრეცილ დაჭმუჭნულ ფურცელზე დაწერილ ჩემს წერილსაც მოჰკრავ თვალს და გაიფიქრებ: “ამას აქ რა უნდა?“ მერე დაიწყებ კითხვას და გადაირბენს შენს ბაგეზე ღიმილი.მეც ასე მემართება ძველ წერილებს რომ ვკითხულობ. ზოგი ძვირფასია, ზოგი კიდევ ბავშვური. ბევრი კიდევ ის წერილებია რომლებიც ადრესტატს არ მიუვიდა. არა იმიტომ რომ კონვერტი არ იშოვებოდა, უბრალოდ გამბედაობა არ მეყო რომ გამეგზავნა. ამ წერილს კიდევ მომავლიდან გწერ, შენ რომ მოგივა უკვე მრავალი წლის დაწერილი იქნება, შენ აღარ იქნები გოგონა რომელიც ელოდება. არამედ ის ქალი რომელიც ამოჩემებული არასოდეს მოსწყინდება, რადგან “ის მისია.“


ამ წერილს რომ გწერ, ვგრძნობ რომ არა მხოლოდ იმიტომ უნდა მოგწერო რომ შენთვის საინტერესო იყოს, არამედ იმიტომ რომ მე მინდა, რაღაც ძალიან მომინდა ამოჩემებული ვიყო, შენთვის ამოჩემებული. ვიცი ეს დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს მაგრამ მე ხომ ერთი ზღაპარში ჩარჩენილი ბიჭი ვარ, რომელსაც მუდამ ეძებენ და ვერასოდეს პოულობენ. პასუხისმგებლობაც ისეთი რამეა, რომ ითხოვს გამუდმებით, მაგრამ ამჯერად მინდა დავარღვიო და კიდევ ერთხელ გამოვცადო, თუნდაც იმედგაცრუება, მაგრამ შემდგომში არ გავიფიქრო: გამბედაობა რომ მყოფნოდა იქნებ...

18 pregleda
 
Komentari
sherlok-holms 14.06.2013

ეს რა ვიპოვეეე....:))) მომეწონა... და გამეღიმა :))) ლამაზია

aMIRZAde aMIRZAde 14.06.2013

...და ამას აქ რა უნდა?...)))))

sherlok-holms 14.06.2013

ძალიან დადებითად განმაწყო ამ წერილმა:))) გაიხარეთ :))) კარგად შევინახავ და მერე კიდევ გადავავლებ თვალს...
აი გამბედაობა კი დიდი ფუფუნებაა ზოგჯერ... :(

aMIRZAde aMIRZAde 14.06.2013

რომ არა თქვენგან წამოსული დადებითი ემოცია ალბად არ დამეწერინებოდა...თქვენ მე, მე კი გიბრუნებთ როგორც შემიძლია...)))

sherlok-holms 14.06.2013

მიხარია როცა, ამ მრავალფეროვან, უარყოფითისკენ მიდრეკილ ვურტუალურ სამყაროშიც კი... ხდება ასეთი დადებითი რაღაცეები :) მიხარია თუ ჩემი ნაჯღაბნები ზოგჯერ ვინმეს ასეთი საინტერესო და ლამაზი ჟესტისკენ უბიძგებს:)

aMIRZAde aMIRZAde 14.06.2013

ეს ბუნებრივიცაა, ზოგს ბიძგი სჭირდება, ზოგს გვერდში დგომა, ვიღაცას ბავშვურად მოფერება, ვინმეს სიძნელეები, რომ თავიანთი მე წარმოაჩინოს...

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta