მე ვერ ვამაყობ თქვენით, ბატონო პრეზიდენტო!   ბექა(ბექს) მჭედლიშვილი
59, Tsageri, Gruzija

მე ვერ ვამაყობ თქვენით, ბატონო პრეზიდენტო!

a12010.jpg
08:00 03.04.2012
[ბექა(ბექს) მჭედლიშვილი]
მე მრცხვენია თქვენი,ბატონო პრეზიდენტო !


მე მრცხვენია,რომ თქვენ , ვერ ისწავლეთ სიცილი და შინ თუ გარეთ,ყველგან გიჟივით იცინით (არადა ბავშვობაში მასწავლეს,კულტურულად უნდა გაიცინო,ხმადაბლა,თორემ უზრდელი ეგონები ვინმესო.)


მე მრცხვენია,რომ თქვენ,8 წლის მანძილზე ჯიბეში ცხვირსახოცის ჩადება ვერ ისწავლეთ და მის როლს, კვლავ თქვენი დიადი თითები ასრულებენ !


მე მრცხვენია,რომ თქვენ იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ ხოლმე თავს,რომ ისეთმა "იდეინმა" ადამიანმაც კი,როგორიც შალვა რამიშვილია,თქვენზე ვერაფერი მოიგონა "ბანანის რესპუბლიკისთვის" ისეთი,აქამდე რომ არ გაგიკეთებიათ - პრაქტიკულად ყველანაირ სამარცხვინო სიტუაციაში გვყავხართ ნანახი !


მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ გაიქეცით ომიდან,მაშინ როდესაც თქვენ არავინ გესროდათ - უბრალოდ შეგეშინდათ და გაიქეცით! თქვენ მშიშარა ბრძანდებით,ბატონო პრეზიდენტო!


მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ ღეჭდით შიშისგან და ნერვიულობისგან ყლინჯს(ჰალსტუხს) და მეორე დღეს ჩვენ თავდადებისა და გმირობისაკენ მოგვიწოდებდით !


მე მრცხვენია,რომ თქვენ ვერ შეასრულეთ ფაქტიურად ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირება,რომელიც 2007 წელს დადეთ (2003 წლის წინა საიანაუგურაციო პერიოდზე აღარ ვლაპარაკობ!)


მე მრცხვენია,რომ თქვენ , მესამე კლასელი ბავშვისთვისაც კი არ ხართ მისაბაძი ადამიანი !


მე მრცხვენია,რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხებზე დაიკიდეთ ხალხი,რომელმაც აგირჩიათ და პრეზიდენტის სკამი ჩაგახუტათ!


მე მრცხვენია,რომ თქვენ ადამიანური ღირსებები არ გაგაჩნიათ !


მე მრცხვენია,რომ თქვენ ჭამის კულტურაც კი არ გაგაჩნიათ !


მე მრცხვენია,რომ თქვენ მთელი საქართველოს დასანახად ილანძღებით,თქვენ ელემენტალური ზრდილობაც არ გაქვთ!


და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ბედავთ და ედრებით დავით აღმაშენებელს,ადამიანს, რომლითაც ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამაყობს,ვინც მის ეპოქას იცნობს !


მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ ჩემი ქვეყნის "სარკედ" აღიქმებით ამერიკასა და ევროპაში!


მე მრცხვენია,რომ თქვენ დღემდე განაგრძობთ ხალხის ზომბირებას,"რუსთავი 2 - ისა" და "იმედის" საშუალებით!


მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ,კიდევ წელიწადი და რამდენიმე თვე უნდა იყოთ ჩემი პრეზიდენტი !


ამიტომ აქედანვე შემოგითვლით


მშვიდობით,ბატონო პრეზიდენტო !


პატივისცემით(?!) : ბექა(ბექს) მჭედლიშვილი

16 pregleda
 
Komentari
EKA3EKA 03.04.2012

მშვიდობით,ბატონო პრეზიდენტო !

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta