სპარსული და არაბული პოეზია
59, Tsageri, Gruzija

ნარგიზი და ვარდია გონება და ქონება –
ერთად რომ არ ხარობენ,ალბათ გაგეგონება.
ის,ვინც გონიერია,მას ქონება ცოტა აქვს,
ხოლო ვინც მდიდარია,მას ცოტააქვს გონება.
შაჰიდ ბალხელი

სულელთა წრეში,სიბრიყვით რომ არის ძლიერი
და სურს დაიგდოს ქვეყანაზე ხმა ბრძენთა სწორის –
ამ ვირებს შორის შენც მიიღე ვირის იერი,
თორემ ჩაგწერენ ერეტიკოს – ცოდვილთა შორის.

ვირებში თუ ხარ,შენც უნდა ტლინკები ჰყარო
ვირებს ჰგონიათ,ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს,არაბული ტაიჭი ხარო!
ავიცენა

ვიდრე ამ მკერდში გული მიძგერს,გამთენებია,
ერთი სურვილი და მიზანი ამდევნებია:
სავსე თასი და ტურფა ქალი არ დამკლებოდეს.
სხვა ყველაფერი – უსახელო შემთხვევებია.

შენ ხარ ზეფირი – სუნთქვასავით ნაზი ნიავი,
ცეცხლი – სასჯელი სამიჯნურო,სამართლიანი,
შენა ხარ წყალი – მარადიულ სიცოცხლის წყარო,
შენვე მტვერი ხარ – საბნად გიხვევს ადამიანი.

აბულფარაჯ რუნი



3 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta