12.01.2013
  !!!
59, Tsageri, Gruzija

8 0
Bookmarks0 0
print.png

წლეულს საწვავი მსოფლიოშიც გაიაფდება და საქართველოშიც

წლეულს საწვავი მსოფლიოშიც გაიაფდება და საქართველოშიც

2013-01-10 18:54:32

ეკა ბაქრაძე

2013 წლის განმავლობაში საქართველოშიც და მსოფლიოშიც საწვავზე ფასების შემცირების ტენდენცია შენარჩუნდება. აქედან, ერთი მიზეზი გლობალურია და საყოველთაოა, ხოლო მეორე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის დამახასიათებელი. ასეა თუ ისე, ავტომფლობელებისთვის საიმედო პერსპერქტივა გამოიკვეთა.

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ საახალწლოდ საწვავზე შემცირებულ ფასებს მომდევნო თვეებშიც შეინარჩუნებენ. კომპანია „გალფში“ აცხადებენ, რომ იაფი ფასები მანამ არ შეიცვლება, სანამ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილური იქნება.

საწვავზე ფასის ცვლილებას არც „სოკარი“ გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფასების რეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული.

„ლუკოილში“ კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში საწვავზე ფასმა მოიმატა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ლუკოილს“ გარკვეული მარაგი აქვს, რათა დაბალი ფასები შეინარჩუნოს.

მართალია მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ზემოთ მიცოცვას და ამჟამადე 1 ტონა ევროპული ტიპის ბენზინის ღირებულება 1000 დოლარსაც გადასცდა, მაგრამ საქართველოში არჩევნების შემდეგ საწვავის გაიაფების ტენდენციაა და სამომავლოდაც იგივე ტენდენციის შენარჩუნება იგეგმება. მაგალადთა, უახლოეს მომავალში ბაზარზე ახალი ეკონომკლასის ბრენდი გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს ნავთობპროდუქტებს არსებულზე დაბალი ფასით შესთავაზებს.

ახალი კომპანიის მიზანი ის იქნება, რომ ხელისუფლების დახმარებით, ბაზარზე საწვავი დაბალი ფასით გამოიტანონ, რაც მსხვილ კომპანიებს მარჟის შემცირებას აიძულებს. მიზანი კი „ქართული ოცნების“ საწვავის გაიაფების დაპირებას მოემსახურება.

ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ბაზარზე ეკონომკლასის ავტოგასამართი სადგურების მქონე ახალი კომპანია მართლაც გამოჩნდება. რადგანაც მსხვილებს ბაზრის 90%-მდე აქვთ ათვისებული და ახალი „მოთამაშეების“ შემოსასვლელად რესურსი კიდევ არსებობს.

იაფი საწვავის შემოტანას აპირებს კომპანია „სენტას“ ყოფილი მფლობელი ზაალ იაკობიძე.

„საწვავს შემოვიტანთ ევროპიდან. განიხილება - საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ბუნებრივია, ჩვენ მიერ იმპორტირებული ბენზინი და დიზელი იქნება მაღალი ევროპული ხარისხის, თუმცა უფრო იაფი. შესაძლებელია, რომ საწვავი უფრო დაბალი ფასით იყიდებოდეს, ვიდრე დღეს არის“, - აცხადებს იაკობიძე.

კიდევ უფრო სახარბიელო ინფორმაციები მოედინება საერთაშორისო არხებიდან. ირკვევა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარს ნავთობის ჭარბი მიწოდება ელოდება, რამაც, შესაძლოა, „შავ ოქროზე“ ფასების საგრძნობი შემცირება გამოიწვიოს.

მაგალითად, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელთა პროგნოზით, რომ 2013 წელს „ბრენტის“ ნავთობის საშუალო ფასი 1 ბარელზე 105 დოლარამდე შემცირდება, 2014-ში კი - 99 დოლარამდე. 2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 112 დოლარს შეადგენდა.

ამერიკული საინვესტიციო კომპანია „გლობალ ჰანტერ სექიურითიც“ მსგავს ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებს. მათი ინფორმაციით, 2013 წელს „ლაითის“ ტიპის საწვავი 1 ბარელზე, საშუალოდ, 85 დოლარი ეღირება, 2014 წლის შედეგებით კი - 80 დოლარი.

8 0
Bookmarks0 0
print.png
ნანახია: 1363-ჯერ
კომენტარები:

სახელი:


პაროლი:


Yuri Buri

2013-01-10 19:11:03

იაკობიძე რა ფოკუსნიკია? რომ ეტქვა რუსეთიდან ან აზერებისგან შემოვიტანო კიდევ
დასაჯერებელია, ხოლო საბერძნეთში (საერთოდ ევროპაში) ბენზინი ტითქმის 2 ევრო ღირს ლიტრი, ეგ რა წაგებით იმუშავებს?

natali

2013-01-10 19:31:03

მონოპოლიები რომ მოისპობა, გაიაფდება აბა რააა. წამლებიც თუ შემოიტანა ვინმემ, ისიც გაიაფდება. აბა როგორ გინდათ, ხომ არ უბრძანებ გააიაფეთო? კონკურენციაა საჭირო, კონკურენციააააა და ყველაფერი კარგად იქნება.

papa

2013-01-10 19:32:52

თუ თავს დაანებებენ გოთვერნობებს და მაფიოზობას რაც გინდა იყოს ბენზინი მაინც გაიაფდება.

asa

2013-01-10 20:08:38

Yuri Buri, არავითAრი ფოკუსი. 2 ევრო გასამართ სადგურებზეა, ყველა კომპონენტის ჩათვლით.
1 ტონა 1000 დოალარი=1300 ლიტრი 1000 დოლარი, ანუ სადღაც 1,30 ლარი/ლიტრი.
ასე რო მიუწვდომელი არაფერია. მთავარია მთვრალაშვილის კანტორაში არ შეყონ მაგათაც თავი.

ოძელი

2013-01-10 20:23:38

საწვავზე ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. აქედან გამომდინარე შემცირებაც შესაძლებელია. მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც წარმოგვიდგენია.

მოგეხსენებათ, ავტოგასამართი სადგურები (აგს, იგივე კალონკები) თითქმის მთლიანად ეკუთვნით მსხვილ კომპანიებს. მათ მოახერხეს და სრულად ჩაიგდეს ხელში აგს-ები (ზოგი შანტაჟით, ზოგი დაშინებით და ათასგვარი მაქინაციებით).
ასე რომ, ახალმა კომპანიებმა რომც შემოიტანონ საწვავი, მომხმარებლამდე მაინც ვერ მიიტანენ, მანამ, სანამ საკუთარ სადგურებს არ ააშენებენ (!!!)

როგორც იტyვიან, "მაფია ბესმერტნა!"

ისე, კი ვიცი ერთი აგს, სადაც ბენზინი 1.88 ლარი ღირს, მაგრამ ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ იქ თითქმის არავინ მიდის საწვავის შესავსებად.

! ფრონსი !

2013-01-10 20:36:55

ევროპაში 1 ლ საწვავი; დიზელი ღირს; 1,45! 1,35!!! ბენზინი 1,80! 1,75!!

ასე რომ გაადამრავლეთ ლარებზე!!!!!

ოღონდ ეს ევროპაში სადაც მინიმალური ხელფასები;1200 ევროა!!საშუალო ელფასი

5000 ევრო!!

კ ო მ ბ ლ ე

2013-01-10 22:01:27

2014წელს-1 ბარელი ამდენი იქნება, 2015 იმდენი! რას ნოსტ-რადამუსობთ?
რა ღირს აზერბაიჯანში ბენზინი? კალონკასთან შედარებით „ოპტამ“ უფრო იაფი იქნება, იმ ფასს მაქსიმუმ 20% წაუმატეთ და გაიგებთ რა უნდა ღირდეს ბენზინი საქართველოში.
-------
თემას არ ეხება მაგრამ, უკან წაღებული იმ 80 მილიონისა რა ისმის? კახელები არ ააჯანყოთ თორემაა!!!!!!!

decibal

2013-01-10 22:56:06

ესენი სარგებლობენ ხალხის სიბრიყვით, რაც ადგილებზე დრო და დრო სიჩლუნგეში გადადის და ასე ძარცვავენ ხალს. ევროპელები ვართო, ესაო ისაო, ევროპელები კი არა ასეთი სიჩლუნგე არსად მინახავს. ყველა ენეგეტიკული სიმძლავრე ცალკეულ ოჯახებს ჩაუგდეს ხელში და ახლა ლეიბოლისტებივიტ ეხვეწებიან კაპიკების დაკლებას. საჭიროა ამ სექტორის მაქსიმალური ნაციონალიზაცია. ასეთი ძვირი ენერგიის პირობებში წარმოუდგენელია კონკურენტული საქონლის შექმნდა მისის რეალიზაცია ადგილზე ან ტუნდაც საექსპორტოდ.

ლოგოსი

2013-01-10 23:17:25

Yuri Buri

საწვავის ფასი საქართველოში კარტელური გარიგების გამო არის გაძვირებული.ეს გარიგება კი გაადვილებულია ამ ბიზნესის მონოპოლიზების გამო, რაც კეზერაშვილმა განახორციელა წაართვა რა სენტას და მაგნატს ბენზინგასამართი სადგურები. მათი ყოფილი პატრონებისათვის დაბრუნება და ხელისუფლებისათვის წილის მიტანის ვალდებულების არქონა აუცილებლად გააიაფებს საწვავს, რაშიც სენტას ყოფილი მლობელი ზაალ იაკობიძე თავის მნიშვნელოვან როლს შეასრუელებს.

ქვემოთ დამტკიცებულია თუ რატოპმ უნდა იყოს საწვავი ბევრად იაფი საქართველოში.


ამონარიდი კვლევიდან

(ასოციაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის")

ლოგოსი

2013-01-10 23:20:53

Yuri Buri


(ასოციაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის")


შესასყიდი ფასი აღებულია საერთაშორისო ფასის მიხედვით, რომელიც კალკულაციის შედგენის დღეს იყო 1 ტონაზე 880 დოლარი, ანუ 1460 ლარი. ამას დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 40 ლარი, აქციზის გადასახადი 250 ლარი. ხარჯი, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ აღემატება თვითღირებულების 10%-ს, რაც 150 ლარია, ხოლო მოგება - თვითღირებულების 5%-ს (75 ლარი). კალკულაციაში გასათვალისწინებელია დღგ ზემოთ ჩამოთვლილი თანხების ჯამიდან (1975 ლარიდან), რომლის 18% არის 355 ლარი. ამ თანხების ჯამი 2330 ლარს შეადგენს - 1 ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასს.

საწვავის მოცულობა იცვლება ტემპერატურის მიხედვით, ამიტომ საბითუმოდ წონით მიხედვით ვაჭრობენ, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში გაყიდვა მოცულობით ხდება. 1 ტონა ანუ 1000 კგ ბენზინი 1370 ლიტრია. 1 ლიტრის სარეალიზაციო ფასი რომ გავიგოთ, მიღებული 1 ტონა საწვავის ფასი (2330 ლარი) გავყოთ 1370 ლიტრზე და მივიღებთ 1,70 ლარს. ბენზინი, რომელსაც 2,10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით 40 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს. მომხმარებელს თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან 40 თეთრს აცლიან, რაც თვეში ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს. უფრო თუ დავაზუსტებთ, საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, ანუ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!!!"

ამონარიდი კვლევიდან

"პრემიუმ-ფასები" ევროკავშირის ქვეყნებში
"ევროპაში საწვავის მაღალი ფასი დიდწილად განპირობებულია მაღალი სახელმწიფო გადასახადებით და არა მოგების მაღალი მარჟით, ჩვენგან განსხვავებით. იქ გადასახადებიდან შესული ფული ბიუჯეტში შედის, ჩვენთან კი მიღებული შემოსავლით ვიწრო წრე ისქელებს ჯიბეებს.

ავიღოთ პრემიუმის ტიპის საწვავი, საქართველოში მის გასაყიდ ფასს - 2,25 ლარს, 18%-იანი დღგ და აქციზის გადასახადი (250 ლარი ტონაზე) რომ გამოვაკლოთ, 1,66 ლარს მივიღებთ. გერმანიაში პრემიუმის გასაყიდი ფასი 3,46 ლარის ეკვივალენტია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გამოკლებით, რომლებიც ფასის 61%-ს შეადგენს, მივიღებთ 1,35 ლარს. გამოდის, გერმანიასთან შედარებით ჩვენთან საწვავი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს.
ფინეთში პრემიუმის საცალო ფასი 3,48 ლარია, აქციზისა და დღგ-ისს გარეშე კი 1,36 ლარი; შვედეთში გასაყიდი ფასი 3,44 ლარია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გარეშე - 1,31 ლარი; დიდ ბრიტანეთში 3,58 ლარი და 1,43 ლარია, საფრანგეთში - 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში - 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგიაში - 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთში - 2,75 ლარი და 1,24 ლარი. გამოდის, საქართველოში ეს საწვავი ფინეთთან შედარებით 30 თეთრით ძვირი ღირს, შვედეთთან - 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან - 23 თეთრით, საფრანგეთთან - 24 თეთრით, იტალიასთან - 23 თეთრით, ბელგიასთან - 21 თეთრით, პოლონეთთან შედარებით კი - 42 თეთრით ძვირი. ცნობისთვის, ევროპაში არ იყიდება აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავი".

4 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta