(გეძებდი ყველგან...)
34, Tbilisi, Gruzija

caikitxetგეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

16 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta