teamasi blog

teamasi
50, Tbilisi, Gruzija

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

/შანდორ პეტეფი /


16.06.2013

ძალიან მალე იცლება ჭიქა
ძალიან მალე იღლება თვალი
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე
ვით ციხე მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

ოთარ ჭილაძე


მერე რა რომ უშენობა მეტყობა,
მერე რა რომ უშენობა მაგიჟებს,
მერე რა რომ არ მომეცი შენდობა,
მერე რა რომ ისევ გულზე მაბიჯებ,

რომ შორს ხარ და მე მიწოდებ შორეულს,
რომ შენამდე ყრია ცრემლის ქუჩები,
მერე რა რომ ვერსად ვნახავ ორეულს
მაგ თვალების, თმებისა და ტუჩების.

მაგ ღიმილის შესადარს და შესაფერს,
მაგ მკლავების, ტერფების და წვივების,
მერე რა რომ გულში მკვდრები შესახლდნენ,
რომ თვალებში სეზონია წვიმების.

ვერც შენ ნახავ ამ ცრემლიან სტრიქონებს,
სხვის თვალებში, სხვის გულში, თუ სხეულში,
ვერ მოისმენ, ვერსად ვერ გაიგონებ,
ქალო, ე, მაგ სულელ თავში შეუშვი -

რომ ხევსური - ეს სისხლი და სულია,
ეს გულია, გული ჯვარზე გაკრული,
და ამ გულზე იმდენ დიაცს უვლია,
იმდენგან აქვს ქალო დანა დაკრული,

ვერ დააზრობს შენი გულის სიცივე,
ვერც ტკივილი დალეწავს და…


ქარვის თვალები უღიმოდა ყურძნის აკიდოს,

შენ არ წახვიდე, ამ შემოდგომას არ გადამკიდო.

ამ ფერებს მწიფეს, დადუღებულ სისხლში რომ ბრუნავს

შენი ტუჩების გემო დაჰკრავს, ხომ იცი, გულაბს...

გვალვაჩამდგარი საწნახელი დაალბო ცრემლმა

ადესის მარცვლებს დადენილმა ტკბილი შხეფებით,

ეს სხვას ჰგონია, რომ ვუსინჯავ გემოს ღოღნოშოს,

არადა ფიქრში ჯერ უკოცნელ ტუჩებს ვეხები...

ნუ გადამკიდებ შემოდგომას, დავმარცხდი უკვე..

ამ ჭრიჭინებმაც მიიტაცეს სმენა რითმებად,

გათიბულ ბალახს ავუკეცავ მხებიდან ფერდობს

და ვიმყოფინებ მოსულს ჩემთან თუნდაც ფიქრებად...

მაჭრობის თვეა, ერქვას ჩვენი, მისი და მისი,

იყავი ღირსი ამ ფერების ქუხხარ თუ ქარობ..

შემოდგომაა, გამაგიჟა ბადაგის სუნმა

მაჩუქე გული ჩაშაქრულო, ლამაზო ქალო!


22.08.2012

ვისაც პოეზია უყვარს... ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა... გიყვარდეს წერა... გიყვარდეს წიგნი... გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო... გიყვარდეს უანგაროდ... არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს... გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის... გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე... ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს... თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს...…


ცხოვრებისაგან წყალწაღებული

მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე,

გამარჯვებული, გალაღებული

მიყვარხარ კიდევ!


დავბერდი?!--არა! ლექსების ფერებს

დაჰკრავს სურნელი საუკეთესო.

ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,

სულზე უტკბესო!


ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?

ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?

მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,

გულში--- სიყვარულს!


და თუ ხანდახან ფშატის ხესავით

ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი,-

გწამდეს შენს თვალებს დაუკვნესავი

ვერ შეველევი !


დავბერდი?!--არა! ლექსების ფერებს

დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,

ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,

სულზე უტკბესო!



ი. გრიშაშვილი




1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია ნუ ასწავლი ბავშვებს!

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე რომ მთავარი არ გაგეფანტოს!

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევ სრულყოფილებას!

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი!

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში!

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით!

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე უნდა გქონდეს!

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა,-- ღვთისმსახურებაა!

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, გულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული!

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა!


გაბრიელა მისტრალი ( ჩინელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეანტი)


ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,

შენ, ბედნიერო და უსახელო?!

ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი

სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!

იქნებ ის იყავ, დანაცრებული,

მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში.

იქნებ აღსდექი განათებული

ზედაზნის დილის გამოხედვაში.

იქნებ ლერწამი შენი ძვლებია,

არაგვის ჩქერზე ამორხეული;

იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია

სვეტიცხოველზე შენი სხეული?!

იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,

გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?

არ ვიცი.., მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,

ვინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!





მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,

ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი.

და თქვა იესომ: „მამლის მესამე

დაყივლებამდე ერთი თქვენგანი

მიღალატებსო"... - მიღალატებსო?

და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,

თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო

თვით ანგარება და პირფერობა...

ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,

დასთამაშებდა პირზე ღიმილი

და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,

ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.

ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.

იწურებოდა დათქმული ვადა.

და დაიყივლა ერთხელ მამალმა

და ეს ყივილი გასროლას გავდა.

მერე მოვარდა სიო ფრთამალი,

დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,

უკვე მეორედ ყივის მამალი,

მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს.

ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,

ბრძენი, მისანი, სულის თამადა?

გაცამტვერდება მყის სალოცავი

მისი ნათქვამი თუ არ


← prethodna 1 2 3 4 sledeća
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta