tikunachess blog

tikunachess
33, Tbilisi, Gruzija

21.12.2010

სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,

ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,

სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს

როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც

სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება

ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება

გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს

გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.

სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,

სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის,

სიყვარული ძვირფასია გაფრთხილება უნდა,

სიყვარული თუ გეწვია შენში რჩება მუდამ.


შენ რომ არ იყო ალბათ

სევდა გულს მომიკლავდა,

და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,

სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,

ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.

შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება

რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,

ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,

და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.

შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,

და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,

მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება

,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება

.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,

და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,

ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,

და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.

შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,

და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა…


27.11.2010

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta