მარად მეყვარები...
46, Tbilisi, Georgia


ქარი უხმო ქუჩებს აყრის ნოტაციებს,

ქარი ყრუმუნჯი და თითქოს ორატორი,
სხეულს რევოლვერი ოდნავ მოვაცილე
დამრჩა წამები და სუნთქვა ორადორი.

გული ვეღარ უძლებს მძიმე არითმიას,
გული უაზრობის ნისლში ჩაძირული,
მახსოვს მარტოობა ხშირად გამრითმვია,
მაგრამ არასოდეს ასე ნაძირლური -

სევდის მომეტებით - სულიც დამკარგვია,
სული არა, უფრო მისი სილუეტი,
ახლა უშეობა ალბათ თვითონ მქვია,
როცა უშენობის წამს ვერ ვიგუებდი.

სადღაც შორიახლოს შენი ლანდებია,
დგანან ნატვრის ხესთან უცხო გარინდებით,
დგანან და ვუყურებ როგორ ქალდებიან,
ახალფეხადგმული ბავშვი მარიტები.

ქუჩა აღარ უსმენს ქარის ნოტაციებს,
ქარიც აღარ არის კარგი ორატორი,
ვიღაც სიკვდილისთვის მიძღვნის ოვაციებს,

მე კი ვსიკვდილდები სიტყვით ორადორით -

............მარად მეყვარები.................​....

17 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta