ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ ცოცხალი დამინდეთ რა იქნება?
33, Batumi, Грузија

ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ ცოცხალი დამინდეთ რა იქნება? ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ ცრემლები შემიშრეთ რა იქნება? ცოცხალი გამიხსენეთ და ცოცხალს დამეხმარეთ ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება? ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება. ცოცხალს მიმკურნალეთ მარტო არ დამტოვოთ ცოცხლისთვის ილოცეთ რა იქნება? ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ. ახლომყოფს მომეფერეთ გულებში ჩამიკარით მარტო არ დამტოვოთ სიცივეც არ იქნება.. მკვდარს ნუღარ დამტირიხართ, მკვდარს ნუღარ დამამძიმებთ სულს ნუღარ მომიწამლავთ რა იქნება? ცოცხლები შეიყვარეთ და ცოცხლები ანუგეშეთ ცოცხლებს გავუფრთხილდეთ რა იქნება? ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ტკივილი გავუყუჩოთ ამდენი ცრემლებიც არ იქნება სიძულვილს სიყვარული,სიკვდილს სიცოცხლე უბრალოდ ვარჩიოთ და სულებიც გაგვითბება.

35 views
 
Коментари
ssss1987 17.12.2015

Martalia da magaria

Blog
Blogs are being updated every 5 minutes