...ერთ მშვენიერ დღეს(17 მაისს) გაიღვიძა საქართველომ და აღმოაჩინა ჭეშმარიტება---რომ ლგბტ საზოგადოება,თურმე მანამდე მხოლოდ სიზმარში ენახა.არადა,ისინი ყოველთვის ცხოვრობდნენ,დადიოდნენ,სუნთქავდნენ ჩვენს გვერდით და ჰოი,საოცრებავ! ეს სიზმარი არ ყოფილა! ყოველთვის იყვნენ მამათმავლები თბილისში---კინტოებიდან მოყოლებული ელიტარული ფენით დამთავრებული,მაგრამ ისინი არ გვიცემია,სახლებში არ შევვარდნილვართ,მათი სასიცოცხლო სივრცე არანაირად არ დაგვირღვევია და არც არავის მათ პროფესიულ საქმიანობასა და მოღვაწეობაში არ შეუშლია ხელი. მეტიც,მათი შემოქმედებით მსოფლიო ასპარეზზე გვიამაყია: "ის ქართველია!" ასეთი ადამიანი, თითო მაინც, ყველამ ვიცით. ისინი დღესაც მშვენივრად გრძნობენ თავს ჩვენს ლამაზ დედაქალაქში (თეატრი იქნება ეს,კინო, მეცნიერება თუ პოლიტიკის სფერო).
დასკვნა: ლგბტ-ს უფლებები საქართველოში უმაღლეს დონეზე დაცული თუ არ არის (ვერც იქნება),ყოველშემთხვევაში არანაირად არ იზღუდება...
უფრო დიდი საოცრება:გუშინდელი…