იმ ქალს იმ ბერიკაცს გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს იმ ბერიკაცს გაუმარჯოს
ვისი სიმღერებიც მწუხარეა
ვისაც სიხარული გაუავრდა
სხვისი გაღიმება უხარია
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.
ვისაც უხარია ყველაფერი
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია.
ვისაც არასოდეს გაუავრდა
მაინც იმედებით გრძნეულია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოა
ვისაც სიყვარული შეუძლია...
რა თბილი და ამაგელვებელი ლექსია...
კაია!