“La Donna E Mobile”
32, Poti, Gürcistan

შენში რომ მიყვარს
გარდასახვებია,
ვოცნებობ იმგვარს
-ჩემივე მრცხვენია.
დილით მზეს გავხარ
ღამით კი მთვარის შუქს,
ისეთი მყავხარ
-ჩემივე თავის მშურს.



ეს რა დამმართე,
სულ მთლად შემშალე,
გრძნობით ამანთე,
გარდამომეშალე…
და ალბათ “ამურის”
გმართებს შენ ისრები,
იარებს ამ გულის
ეღვენთ-ენისლები.
სულში სიყვარულის
ჰანგები მოჰფინე,
ჩამესმის ჟრიამული
“ლა დონნა ე მობილე” .

7 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor