23.01.2011
                            *   *   *
60, Tbilisi, Gürcistan

         ჯერ  იყო  სიტყვა,  რადგან  სიტყვა  დედაა  ღმერთის.

         სიტყვა  ინახავს  გონჯს  და  ლამაზს,  ბოროტს  და  კეთილს.

         სიტყვაში  ბუდობს,  რაცკი  ვიცით  ანდა  არ  ვიცით,

         რაც  კი  აქამდე  განგვიცდია  ანდა  განვიცდით.

         სიტყვის  ძუძუს  წოვს  სასოც,  რწმენაც,  აზრიც,  ოცნებაც...

         და  სიტყვას,  მხოლოდ  სიტყვას  ძალუძს  მკვდრის  გაცოცხლებაც,

         ოღონდ  თუ  სხვებმაც  დაინახეს,  დროზე  თუ  ითქვა...

        სჯობს,  თქვა  და  მოკვდე,  ვიდრე  გულში  ჩაიკლა  სიტყვა.

7 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor