ნუ მესვრი ტყვიებს
33, Tbilisi, Gruzja

არ ვიცი, რაა, მართლაც, სიცოცხლე,
რატომ გვჩუქნიან, რისთვის ღმერთები...
სანამ გამიცნობ არ გამისწორდე,
ნუ მესვრი ტყვიებს ასე ფეთებით...
ისევ აიმღვრა ზღვების ნაპირი,
სისხლი სწყურია ისევ ქარიშხლებს,
და სული ჩემი გრძნობის ვამპირი,
კედლებზე აკრავს შიშველ აფიშებს...
ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარია,
ულაყებივით გარბიან ზღვები,
ზვირთებს ნაპირი დაუფარია
და პორტებს ესხმის ცა გააფთრებით...
თითქოს ყველაფრის წაშლას აპირებს,
რაც კი აქამდე ხატა და ქარგა,
თითქოს ზღაპარი და სინამდვილე,
ელვით და მეხით ერთმანეთს ფატრავს...
აღარ ვარსებობ, აღარ ვარსებობ,
აღარც ის მახსოვს თუ ვარსებობდი,
და თუ ოდესმე ვინმემ მახსენოს,
თქვენ აუხსენით როგორც ვკვდებოდი...
თუ გრიგალებმა როგორ მიშვილეს,
როგორ ვებრძოდი ჯანღებს ბნელეთის,
მოვედი, ცაზე გადავიფრინე,
და მათ დავუთმე მათი ხმელეთი...

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut