დეკანოზი თავმაზ ჩოხელი - მთას დაუბრუნდი მთიელო
30, Tbilisi, Georgia

დეკანოზი თავმაზ ჩოხელი - მთას დაუბრუნდი მთიელო


მთას დაუბრუნდი მთიელო

შენ ჩემო ძვალთშესალაგო,
ჩემო სამშობლო ალაგო,
მთას წავალ,დავესახლები,
ბარს ჩამოსული ვავადობ.
ტყის პირას ია გაშლილა,
არწივი ცაში ნავარდობს,
წყალთ ხევში გააქვთ შხივილი,
შურთხი ჯიხვებსა სდარაჯობს.
წამოდი მთაში წაგიყვან,
ქალავ,ნაწნავებლამაზო,
მინდვრის ყვავილებს დაგიკრეფ,
გაჩუქებ ველის ყაყაჩოს.
არაგველთ დავესესხები,
მუხლს,ჩაუხრელსა,მგლისასა,
გადაგატარებ ორწყალსა,
წაგიყვან მაღალს მთისასა.
სადაც ორბები ბუდობენ,
ირემი სჩხვერავს მიწასა,
სადაც ჩანჩქერი გადმაჰქუხს,
ბროლსა მაამტვრევს ქვისასა.
სიპზე გაგიშლი ლოგინსა,
ზედ ქუჩს დაგიფენ კლდისასა,
საბნად დაგხურავ ღამესა,
ვარსკვლავთ დაგიკრეფ ცისასა.
შენ,ჩემო გულის ტკივილო,
შენამც დამაყრი მიწასა,
მთას დაუბრუნდი მთიელო,
მადლს ნუ წაუხვალ მთისასა...




6 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes