მე შემიყვარდა სწორედ ის ვარდი
30, Tbilisi, Georgia

მე შემიყვარდა სწორედ ის ვარდი

მე შემიყვარდა სწორედ ის ვარდი,

რომელმაც გულში აღმიძრა დარდი,
დამაწერინა ამდენი ლექსი
და სიყვარული ამინთო თავში.

მისი ყურება არ მომბეზრდება,
მისთვის სიცოცხლე მე მემეტება,
ჩემი ცხოვრება ხომ მას ეხება,
ღმერთმა მე მითხრა: "შეგეფერება"

და შემიყვარდა სწორედ ის ვარდი,
ეკლები რომ აქვს ძალიან კარგი,
დამაწერინა ამდენი ლექსი
და სიყვარული ამინთო თავში,

მისი ღიმილი იმდენად წმინდა,
ვერ აღწერს სიტყვა, ვერ აღწერს რითმა,
მე შემიყვარდა სწორედ ის ვარდი,
მოწყვეტა რომ ჭირს და მოაქვს დარდი.




0 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes