წ ლ ე ბ ი
33, Batumi, Georgia

თუ კი იარები წლებმა დაგიტოვა,

ბედმა მარტოობის დასვა განაჩენი
და თუ ტკივილებად ფიქრებს დაათოვა
მაშინ აბსურდია ყველა დანარჩენი!

თუ კი ცხოვრებაში აღარ გაგიმართლა,
სხეულს ამარაგებს სისხლი წყალნარევი,
თუ კი გულის ცემით მკერდი დაგეღალა,
ვეღარ განუგეშებს სიტყვა ცრემლნარევი!

თუ კი სიყვარული თავზე გემხობა და
თითქოს მისხალ-მისხალ გრძნობად იფანტები
და თუ ერთგულება აღარ დაგიფასდა
მაშინ ვეღარ ხვდები რისთვის იბადები!

თუ კი ცხოვრებაში არჩევ თავმდაბლობას
და ზედ გადაგივლის ყველა დანარჩენი,
ნუღარ დაღონდები და ხელს ნუ ჩაიქნევ
უფრო აძლიერებს მოკვდავს განსაცდელი!

26 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes