შენ ჩემი მეგონე
31, Istra, Russia

იცით, მომწონხართ… და რატომღაც მეუცხოებით,
არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია,
დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით,
უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია.
თქვენც დაიბენით.? მე შეგატყეთ – თმა გაისწორეთ.
მერე რა მოხდა თუ ეს გული თქვენი მგონია.
რა გაიფიქრეთ.? მეც მითხარით… ის არის სწორედ.
ჩემი ფიქრებიც, ახლა მივხვდი, თქვენი ტოლია.
არა, გაჩერდით. სად მიდიხართ.? ფეხებს დაიღლით.
აი, ხომ ხედავთ ეგენიც კი სხვისი გქონიათ
და ასე ნაწილ-ნაწილობით როდემდე ივლით.?
ჩემი სხეულით დააბიჯებთ… თქვენ რა გგონიათ.

ვეღარ გავიგე ეს სხეული თქვენ ხართ თუ მე ვარ,
ჩემი ჰაერით თქვენ სუნთქავთ თუ სწორედ მე გსუნთქავთ…
ჩემი ტუჩებიც დროდადრო მკოცნის… არა, ეს თქვენ ხართ.
რა დაგემართათ?! ასწიეთ თავი… ტყუილად სწუხართ…

14 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes