მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.
ჩემი ცხოვრება სავსეა შენით, შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით,მკლავებით, თვალებით, ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით, ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით, ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით.... ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ, ასე მგონია ვსულდგმულობ შენით.
იმისთვის, რომ გაიგო გჭირდება თუ არა ადამიანი, საჭიროა ერთხელ მაინც დაკარგო