ღამით ნათევს გულის დარდი, ვერ იცილებს ფიქრებს ვერსად
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის ,
ჭიუხთა ზედამხედველი, ფრთალეგაი და ფრთა-ცივი.
კლანჭებს დეზები უმშვენებს - ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით,
სიმაღლეს შეეჭიდება, არ ეშინია - ქარ-ცივის.
თუ ნახავ დატყვევებულსა - გიმზერს ვაჟკაცი კაცივით,
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის !
ღმერთო არა ჰქნა არ ვნახო - ფრთამოტეხილი არწივი,
ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი,
ტიალი წუთისოფელი - არა ყოფილა ადვილი ,
ვგონებ არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი !
კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი ,
არწივის თვალმა გაზომოს - ჩემი სიცოცხლის მანძილი !
სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე - ღვთით ნაბოძები ძალები,
სიკვდილის ფერი ფრთები აქვს, სიცოცხლის ფერი თვალები.
ჩამოუქროლე ჭიუხებს - ფრთალეგაო და ფრთაცივო…
ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:
"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".
"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა
"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ
"მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა
მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა.
ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა.
ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა…
ამ ცხოვრებაში სუყველაფერი,
დროებითი და წარმავალია,
რადგან თვითონ დრო წამავალია,
სიყვარული კი დროის წამალია.
რომ არ გიყვარდეს ალბათ ცხოვრება,
დაემსგავსებოდა უაზრო მდინარეს,
რომელიც უაზროდ გაგიყოლებდა,
მოძრაობიდან გამომდინარე.
როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო,
გაუჩერებელი დროის დილამდე,
უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,
ვიღაც ყოველთვის უნდა გიყვარდეს!
....................... რადგან ................................
ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს გავს,
ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა
და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე,
ეს ყველაფერი .... სისულელეა!
ჩემი სუნთქვა ხარ!