დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი.გონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო…
როცა გადარეული ხარ, როცა ყველაფერი გაღიზიანებს, როცა არავის დანახვა არ გინდა, როცა სულიერად გიჭირს, როცა ტირილი ერთ სიცოცხლეთ გიღირს, მაგრამ ვერ ტირი, როცა გგონია რომ ბედი მხოლოდ ერთეულებს უღიმის, როცა ყველაფერს დიდი სიამოვნებით დაამტვრევდი და მერე ცხოვრებაზე განაწყენებული დიდი სიამოვნებით მოიკლავდი თავს და ამით ყველას გამოუტანდი განაჩენს... იცოდე რომ ბედის ლურჯი ფრინველი ერთხელ შენს კარზეც შემოჯდება, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენი დანახვა უხარია, ვისაც ქვეყანა შენთვის ემეტება, ვინც ცას და დედამიწას გაჩუქებს, ვისაც სიცოცხლე შენით უხარია, ვინც შენს ჯავრს არად ჩააგდებდა. -იფიქრე, იფიქრე... და დამშვიდდები.
როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…
როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…
დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…
და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…
roca cxovrebis azrze momiyvane.