Chola blog

Chola
34, Tbilisi, Gruzija

02.10.2010

gadaobaa es cxovreba ??


დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…

ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.

XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta