ახალი წელი :D
24, Tbilisi, Gruzija

მიყვარს სიცივე, თოვლი, ნაძვის ხე, გირჩები, თოვლის ბაბუა,თბილად ჩაცმა, ხრაშუნა და სუფთა თოვლი..გაყინული და სუფთა ჰაერის სუნთქვა, ნაკვალევი თეთრ გზაზე და თოვლის კრაჭუნი...ეს განწყობა ყველაზე მეტად მიყვარს. მეც მინდა პატარასავით მჯეროდეს, რომ ახალი წლის დადგომისას სასწაული მოხდება, კეთილი თოვლის ბაბუ ოქროსფერი ეტლით ჩამოფრინდება და ხურჯინით საჩუქრებს ჩამომიტანს...
ღამე თავზე ხელს გადამისვამს და საჩუქრებს დამიტოვებს:) დილით ცხელი კაკაოს სუნი გამაღვიძებს,უამრავი ლამაზად შეფუთული, ფერად ლენტებიანი კარობკები დამხვდება ნაძვის ხის ქვეშ...
მანამდე კი მთელი საღამო აუცილებლად განვლილ წელზე უნდა იფიქრო, გაიხსენო წინსვლები, წარმატებები... აღიარო შეცდომები. მადლობა უთხრა განვლილ წელს ყველაფრისთვის და ახალი წელს შეხვდე ახალი იმედებით, გეგმებით....

23 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta