ბოლომდე წაიკითხეთ...............
36, Tbilisi, Gruzija

ინციდენტი საავადმყოფოში ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! -"აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ იოლია"- ჩაილაპარაკა მამამ. რამდენიმე საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციო პალატიდან და მამას მიულოცა: "გილოცავთ, თქვენი შვილი გადარჩა. თუ გექნებათ შეკითხვები ექთანს მიმართეთ"- თქვა მან და ისე რომ არც დალოდებია მამის პასუხს სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა. როცა ექთანი გამოჩნდა პაციენტის მშობელმა მაშინვე გააკეთა ქირურგის მოულოდნელ გაუჩინარებაზე კომენტარი: "რატომ არის ასეთი ამპარტავანი ეს ქირურგი? არც კი დაიცადა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ მეკითხა მისთვის" თვალცრემლიანი ექთნის პასუხი: - "მისი შვილი დაიღუპა ავტოავარიით. დაკრძალვაზე იყო როცა დავურეკეთ სასწრაფოდ მოსულიყო და ოპერაცია გაეკეთებინა თქვენი შვილისთვის. გადაარჩინა თქვენი ვაჟი და მალე წავიდა რომ დაესწროს შვილის დაკრძალვას." მორალი: არასდროს განსაჯოთ ადამიანები, რადგან თქვენ არ იცით რა ხდება მათ ცხოვრებაში " სანამ სხვის გაკიცხვას დაიწყებ, გაიხსენე, რომ შენ სხვებივით არ გიცხოვრია"-

20 pregleda
 
Komentari
gurmani1705 26.04.2013

damburdzgla:)kai iyo:)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta